ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრი, საველე ვიზიტით, მესტიას ეწვია
2023-07-28 14:38:39

სამეგრელოს შემდეგ, საველე ვიზიტით, მესტიაში გადავინაცვლეთ. სოფელ ჭუბერში, 400-მდე ოჯახი ცხოვრობს, მათ შორის 40-ზე მეტი დევნილი და კონფლიქტით  დაზარალებული.  

ფოკუს ჯგუფთან შეხვედრის დროს,  არაერთი საჭიროება გამოიკვეთა, რომელთა მოგვარებაც ქალებს და მათ ოჯახებს, ყოველდღიურ ყოფას მნიშვნელოვნად შეუმსუბუქებს. საკითხებს შორის არის ისეთი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები, რომელთა გადაწყვეტა ერთი ფანჯრის პრინციპით დაგეგმილ შეხვედრაზე რეალურია და პროცესში ძალისხმევას არ დავიშურებთ. 

ჭუბერში შევთანხმდით, რომ სხვადასხვა უწყების ჩართულობით გამართულ შეხვედრაზე, ქალები შერჩეულ პრიორიტეტულ საკითხებს, ადვოკატირებას გაუწევენ. 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner