ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ხაშურის მუნიციპალიტეტის უწყებათშორისი კომისიის წევრებს შეხვდნენ
2023-09-21 15:57:25

საქართველოში შვიდიდან სულ მცირე ერთ ქალს გამოცდილი აქვს ოჯახში ძალადობა, ხუთიდან ერთი კი ამბობს, რომ ცხოვრებაში სექსუალური შევიწროვება განუცდია. ჩვენს ქვეყანას ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს ბავშვთა ქორწინების კუთხითაც.  სტატისტიკა მხოლოდ რიცხვები არ არის და პროცენტული მაჩვენებლების უკან, ყოველთვის დგას ვიღაც, ვისაც დაცვა და გაძლიერება სჭირდება. ამ ამბავში ერთიან ძალისხმევას და სისტემურ მიდგომას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაცნობით დაიწყო ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლების შეხვედრა ხაშურის მუნიციპალიტეტის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათშორისი კომისიის წევრებთან.

სამუშაო შეხვედრას ქსც-ს ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, ალექსანდრე სვანიშვილი უძღვებოდა, რომელმაც კომისიის წევრებთან ერთად განიხილა ის გამოწვევები, რაც კომისიის  ეფექტურ ფუნქციონირებას აფერხებს და გააცნო ის მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც საჭიროა გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომისიის საქმიანობის მდგრადობისთვის, საჭიროა ყველა რელევანტური უწყების კოორდინაცია და პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც უპირველესყოვლისა, აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას მოიაზრებს.
„გვაქვს უკვე არსებული რესურსების განვითარების შესაძლებლობა და მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ინტენსივობის გაზრდა, საჭიროა  კოორდინირებული მუშაობა, მათ შორის მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის საბჭოებისა და გენდერულ საკითხებში მრჩევლების გაძლიერების, გააქტიურების გზით. Მაქსიმალურად მზად ვართ გამოცდილების გაზიარებისთვის და ნებისმიერ საკითხზე კონსულტირებისთვის, კომპეტენციის ფარგლებში“- აღნიშნა სანდრო სვანიშვილმა სამუშაო შეხვედრაზე. 

კომისიის წევრებმა ქსც-ს გუნდს  ხაშურში გენდერული ძალადობის კუთხით არსებული ვითარება გააცნეს და ის გამოწვევები გაუზიარეს, რომლებსაც ისინი მუშაობის პროცესში აწყდებიან.

„საბჭოში ადგილორბივ თვითმმართველობასთან ერთად, რამდენიმე უწყებაა გაერთიანებული, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგანამანთლებლო რესურსცენტრი...ამრიგად, კოორდინირებული მუშაობა მოგვცემს შესაძლებლობას  ეფექტურად დავგეგმოთ ინტერვენციული ღონისძიებები. საუბარი იყო ტიპური დებულების შექმნაზე და ეს მართლაც, ეფექტური მექანიზმი იქნებოდა, რომლითაც საბჭოს დღის წესრიგში გაჩნდებოდა სავალდებულო შეკრების აუცილებლობა, ეს  მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ მხოლოდ შემთხვევაზე დაფუძნებული ღონისძიებები კი არ გავატაროთ, არამედ პრევენციული ხაზი დაიგეგმოს სწორად. მიმაჩნია, რომ კომისიას აუცილებლად უნდა ჰქონდეს რეალისტური და გაზომვადი სამოქმედო გეგმა რომლის ფარგლებშიც მოხდება   გაწერილი აქტივიბების იმპლემენტირება, მერე ამის გაანალიზება და წარმოშობილი რისკების ეფექტურად მართვა“ - განაცხადა ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, ზვიად გოგუაძემ, რომელიც კომისიის შემადგენლობაში მისი დაარსების დღიდან არის და პარალელურად, გენდერული თანასწორობის საბჭოს განათლების მიმართლებას ხელმძღვანელობს.

„ძალიან შედეგიანი შეხვედრა გამოვიდა. მნიშვნელოვანია მეტი ინფორმაცია გქვონდეს ამ მიმართულებით. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ბევრი ცალკეული საკითხი გადავწყვიტეთ და მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტში გაჩნდა და უკვე არის ძალადობის მსხვერპლთათვის დახმარების პროგრამა, თუმცა , როგორც შეხვედრაზე აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია ცნობიერების ამაღლების კამპანია, განსაკუთრებით საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბაღებსა და სკოლებში, ინტენსიური მუშაობაა გასატარებელი.“- განაცხადა გიორგი ცერცვაძემ, ხაშურის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელი.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ქალთა საინფორმაციო ცენტრის გუნდმა კომისიის წევრებთან თანამშრომლობის მზაობა, კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

შეხვედრა ჩატარდა პროექტის ფარგლებში,  “ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ რომელიც დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა  და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner