ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
კონფერენცია: გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები
2023-10-11 10:21:19

ქალთა საინფორმაციო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ელენე რუსეცკაია დაესწრო ეროვნულ კონფერენციას სახელწოდებით, "გენდერული თანასწორობის დღის წესრიგი ადგილობრივ დონეზე: ძირითადი გამოწვევები და სამოქმედო ნაბიჯები". 

ღონისძიებას მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

კონფერენციის ფარგლებში, შეფასდა მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული ვითარება. ღონისძიების მეორე ნაწილში, ელენე რუსეცკაიამ, მონაწილეებს, ადგილობრივ დონეზე, გენდერული თანასწორობის და ქალთა გაძლიერების პოლიტიკის გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ქსც-ს გამგეობის თავმჯდომარემ, ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მუნიციპალიტეტების მაგალითზე, ყურადღება გაამახვილა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის კუთხით არსებულ სერვისებზე, ასევე, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათშორისი კომისიების გაძლიერების საჭიროებაზე. ამასთან, აქცენტი გაკეთდა პრევენციულ ღონისძიებებში ადგილობრივი თვითმმართველობის და სამოქალაქო საზოგადოების როლზე. ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებში გენდერული ბიუჯეტის კარგ პრაქტიკებსა და საჭიროებებს.

კონფერენცია საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა), გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა.  ღონისძიება, პროექტის - "ქალთა ლიდერობა დემოკრატიისთვის საქართველოში" ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ათეა, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტის მიზანს, გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების შესახებ, საქართველოს საერთაშორისო და ეროვნული ვალდებულებების ლოკალიზაციის მხარდაჭერა წარმოადგენს, რაც სხვა თემებთან ერთად, ადგილობრივ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობისა და ლიდერობის ხელშეწყობას მოიცავს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner