ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ბოლნისის მუნიციპალიტეტს დანიის სამეფოს ელჩი საქართველოში ეწვია
2023-10-11 11:13:38

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ პროექტის ,,ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში“ ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტს დანიის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ანე ტოფტ სორენსენი ეწვია.

ელჩს „ბოლნისის კულტურის ცენტრში“ გამართულ შეხვედრაზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანმა უმასპინძლა.

შეხვედრის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის გენდერული თანასწორობის საკითხთა განყოფილების უფროსმა ნინო კარგარეთელმა გენდერული პოლიტიკის მიმართულებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული გამოცდილების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. შეხვედრას ბოლნისის მუნიციპალიტეტის  გენდერული საბჭოს წევრები და ბოლნისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი "ქალთა გაძლიერება და სრულფასოვანი მონაწილეობა ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის განხორციელებაში", დანიური ორგანიზაცია KVINFO-სა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner