ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ 
2023-10-24 17:54:04

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები პოლიტიკოს ქალებს, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებსა და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების უწყებათშორისი კომისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. 

სამუშაო შეხვედრას ქსც-ს ექსპერტები უძღვებოდნენ. ექსპერტმა ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, სანდრო სვანიშვილმა კომისიის წევრებთან ერთად განიხილა ის გამოწვევები, რაც ინსტიტუციის ეფექტურ ფუნქციონირებას აფერხებს და გააცნო მექანიზმები, რომელთა გამოყენებაც საჭიროა გრძელვადიანი შედეგების მისაღწევად. ხაზგასმით აღინიშნა, რომ კომისიის საქმიანობის მდგრადობისთვის, საჭიროა ყველა რელევანტური უწყების კოორდინაცია და პრევენციული ღონისძიებების გატარება, რაც პირველ რიგში აქტიური საინფორმაციო კამპანიის წარმოებას მოიაზრებს.

ადგილობრივ პოლიტიკოს ქალებთან კი, გენდერის ექსპერტის, მაია კუპრავას ჩართულობით, ის საჭიროებები და გამოწვევები განიხილეს, რომლებიც ადგილობრივ ქალებს აწუხებთ. იდენტიფიცირდა პოლიტიკოსი ქალების ინიციატივები და გაზიარდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კარგი პრაქტიკები.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner