ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
WIC-ს CAREC PROGRAM-ის გენდერული ჯილდო მიენიჭა
2023-11-24 14:32:11

გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ WIC საქართველოდან ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელსაც მიენიჭა CAREC PROGRAM-ის გენდერული ჯილდო CAREC GENDER CHAMPIONS 2023. ჯილდოზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მომუშავე ორგანიზაციები იყვნენ ნომინირებული, ქალთა საინფორმაციო ცენტრი საქართველოდან ერთადერთი გამარჯვებულია.

ვამაყობთ, რომ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით, საქართველო, გლობალურ ასპარეზზე, ღირსეულად წარმოვაჩენთ. ვაგრძელებთ მუშაობას თანასწორობის მისაღწევად და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ჩვენს ქვეყანაში. 

კიდევ ერთხელ, გახსენებთ ჩვენს სლოგანს  - "ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან". გარწმუნებთ, ეს უბრალო სიტყვები არ არის, ამით ჩვენ ისტორია შევქმენით, რომელიც ძალად ვაქციეთ და დავწერეთ ამბავი უკეთეს მომავალზე, რომელსაც, გამოწვევების მიუხედავად, ერთად, უპირობოდ გამოვძერწავთ.

მადლობა ჩვენს მეგობრებს, პარტნიორებსა და გულშემატკივრებს იმისთვის, რომ ჩვენი მოგზაურობის ნაწილი და წარმატების მოზიარეები ხართ.  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner