2024 წლის 6 მარტს, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ.
შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა. EUMM-ის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკას, მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა აქტივობებს ახორციელებს WIC-ი გამყოფი ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებისა და იძულებით გადაადგილებული ქალების პრობლემების გადასაწყვეტად.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თანამშრომლობისა და ურთიერთქმედების პერსპექტივები კონფლიქტის ზონაში არსებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა