ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
ვიდეო გალერეა
ტრენინგი "ადამიანის უსაფრთხოება"
2023-02-03 15:32:56

2023 წლის 28-29 იანვარს, კოდის დევნილთა დასახლებაში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ორდღიანი ტრენინგი "ადამიანის უსაფრთხოება" წარმატებით ჩატარდა. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწიეს ქალთა ეროვნული ლიგის ტრენერებმა. ქალებმა და ახალგაზრდებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს სამედიცინო დახმარების, პირველადი დიაგნოსტიკის, ფიზიკური დაზიანებების შესახებ და ტრენერებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ტრენინგს მონიტორინგის მიზნით, აშშ არმიის სამოქალაქო-სამხედრო მხარდაჭერის ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. თეორიულ ნაწილთან ერთად, ჩატარდა პრაქტიკული სავარჯიშოები.

ტრენინგი ჩატარდა პროექტის ფარგლებში- „ქალები და ახალგაზრდები, ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის". პროექტს Women's Information Сenter/ქალთა საინფორმაციო ცენტრი გაეროს ქალთა ორგანიზაციის UN Women Georgia-ს და დიდი ბრიტანეთის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner