
2023 წლის 5 თებერვალს CEDAW კომიტეტის 84-ე სესიისთვის, საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მოხსენების მოსამზადებელი შეხვედრა გაიმართა.
ოფციალური საჯარო შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და კომიტეტს შორის 6 თებერვალს შედგება.
ჟენევაში საქართველოდან ქალთა უფლებებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებიან.
კომიტეტის წლევანდელ სესიაზე ზეპირი განცხადებით წარდგებიან: ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, ელენე რუსეცკაია; “საფარის” დირექტორი, ბაია პატარაია; ორგანიზაციიდან “თანასწორობის მოძრაობა” ანა აფციაური; ევრაზიის აივ/შიდსის საკითხებზე მომუშავე ქალთა ქსელიდან, ლიანა ჭურღულია.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, საქართველოში, ქალთა უფლებების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრებენ, რისთვისაც ქვეყანას, საერთო ჯამში, 10 წუთი დაეთმობა.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა