ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

13 ოქტომბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

2 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისში ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. ჯგუფის წევრებმა დისკუსია გამართეს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი გენდერული თანასწორობის მრჩევლის უფლებამოსილებების შემუშავება და მთავრობის უფლებამოსილებების განსაზღვრა იყო გენდერული თანასწორობის საკითხებში.

25 სექტემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ თეთრიწყაროში მცხოვრებ დევნილებს, მათი მდგომარეობის შესასწავლად. დევნილები ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში 2013 წლის მაისიდან ცხოვობენ.

სამუშაო ჯგუფმა – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში, 23 სექტემბერს, გაფართოებული დახურული შეხვედრა გამართა იმის განსახილველად, თუ რა კონკრეტული მექანიზმებია ეფექტური იმისათვის, რომ ქალთა რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გაიზარდოს.

დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში პარტნიორების შეხვედრა გაიმართა.

15 და 24 სექტემბერს, OXFAM-ის საქართველოს წარმომადგენლობის ოფისში, ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.

15 აგვისტოს "ქალთა საინფორმაციო ცენტრმა" ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ცენტრალური მთავრობისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე განიხილეს 10 შემთხვევა, რომელსაც თავად ბენეფიციარები წარმოადგენდნენ. დამსწრე სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ ადგილზე მოიძებნა პრობლემის გადაჭრის გზები.

  57 58 59 60  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner