ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

ქალთა საინფორმაციო ცენტრმა თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასთან ერთად,25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოსტერების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა.

"საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის" "He For She"-ს პროექტის ფარგლებში 17-დან 28 ნოემბრამდე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლექციები და დისკუსიები იმართება ქალთა ჩართულობის, გენდერული თანასწორობისა და ქალთა პოლიტიკური აქტიურობის შესახებ.

24 ნოემბერს, ქვემო ქართლში, მარნეულის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა "ერთი ფანჯრის" პრინციპით. შეხვედრის მიზანი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში ქასუმლოში, ბაიათლოსა და ბეითარაბჩაში მცოვრები მოსახლეობის, განსაკუთრებით კი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მწვავე პრობლემების გადაწყვეტა.

20-21 ნოემბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი ბათუმში თავის მეექვსე წლიურ შეხვედრას ატარებს.

28 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციამ პარტნიორ ორგანიზაციებთან, ფონდ ტასოსთან და ქალთა საინფორმაციო ცენტრთან ერთად, პროექტის ”ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისათვის” ფარგლებში, ზუგდიდის სამხატვრო გალერეაში, სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.

ქალთა მიმართ ძალადობის შესაჩერებლად 25 ნოემბერს, სამშაბათს, 13:00 საათზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ქალთა მოძრაობა იწყება.

18-19 ნოემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 25 ნოემბრის აქციისთვის ვიდეოების ჩაწერა გაიმართა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ინიციატივით, წიგნის მაღაზია ”ბუქ სითიში” (ი.ჭავჭავაძის # 16) საჯარო ლექციების სერია იწყება. ლექციები ქალთა მიმართ ძალადობის თემას ეხმაურება.

  60 61 62 63  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით,  პროექტის “შერჩეულ მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ხელშეწყობა“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

Right Banner