ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
კონფლიქტით დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ქალების ფსიქო-სოციალური გაძლიერება
2023-04-03 12:01:17

29 მარტს, BPW Georgia-ს ორგანიზებით, ტრენინგი “ფემინიზმი და ქალთა უფლებები” გაიმართა. სამუშაო შეხვედრას WIC-ის დირექტორი, ელენე რუსეცკაია უძღვებოდა. ელენემ გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გამოწვევებზე ისაუბრა.  

მავნე-წეს-ჩვეულებები და სტერეოტიპები, რომლებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით და რომლებიც ხელს უწყობს ძალადობას ან ქალთა დისკრიმინაციას, სექსუალური შევიწროება, ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობა და მისი პრევენცია, - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ტრენერმა შეხვედრაზე განიხილა.  

შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა, მათ შორის მარიუპოლიდან და ხერსონიდან, გააზიარეს თავიანთი გამოცდილება, მოსაზრებები და სამომავლო თანამშრომლობის გზებიც დასახეს. პროექტის შესახებ: პროექტის “უკრაინელი ლტოლვილი ქალების ფსიქო-სოციალური გაძლიერება” სამიზნე ჯგუფს 25-დან 50 წლამდე ასაკის უკრაინიდან დევნილი ქალები წარმოადგენენ.

პროექტი კომპლექსურია და მოიცავს როგორც სხვადასხვა თემატური ტრენინგ-სემინარების გზით ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებას, ამასთანავე მათ ემოციურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას. ამ მიზნით, პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია არტ-თერაპიის კურსი, ფსიქოლოგთან ვიზიტი, იოგას მასტერკლასი და ხელოვან ქალთა გამოფენის მოწყობა.

პროექტის მონაწილეების ქართულ რეალობაში უფრო სწრაფი ინტეგრაციისთვის, მათი ადგილობრივ კულტურასთან ზიარების მიზნით, დაგეგმილია გასვლითი კულტურული ღონისძიებებიც მცხეთასა და კახეთში. პროექტი “ქალთა ფონდის” მხარდაჭერით ხორციელდება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner