ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
სატრენინგო ციკლი  გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ,,იყავი მის ადგილას’’- გამოცდილების გაზიარება
2023-06-22 13:49:06

2023 წლის 23 ივნისს, 10:30 – 14:00 ს., „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“-ს ორგანიზებით, სასტუმრო „Holiday Inn”-ში, პროექტის ფარგლებში,  „იყავი მის ადგილას - In her shoes“  შეხვედრა გაიმართება.

დაგეგმილი შეხვედრის მიზანია ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ტრენინგების ციკლის შესახებ გამოცდილების, გამოწვევების და კარგი პრაქტიკების გაზიარება.

სასწავლო მოდული „იყავი მის ადგილას“  „ქალთა საინფორმაციო ცენტრ“-მა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით განახორციელა, იგივე სახელწოდების ცნობილი როლური თამაშის მიხედვით. ტრენინგები 2021 წლის ივნისიდან ტარდებოდა და მიზნად ისახავდა, კაცებისა და ქალების, გოგოებისა და ბიჭების ქცევის შეცვლას.  ჩატარდა 82 ტრენინგი, მონაწილეობდა 1 463 ადამიანი, მათ შორის 1090 ქალი და 373 კაცი.

დაგეგმილი კონფერენციის ფარგლებში, შეფასდება ტრენინგების ციკლი, გაზიარდება პროექტის განხორციელების პერიოდში გამოლენილი გამოწვევები და კარგი პრაქტიკები.  საუბარი შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: შრომის ბაზარი, მირაცია, გენდერი, მუნიციპალიტეტში  და სხვადასხვა უწყებაში ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობა.

კონფერენცია ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებს, ადგილობრივ მოსახლეობასა და  დაინტერესებულ მხარეებს შორის დისკუსიას ქალთა მიმართ ან/და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, იდენტიფიცირდება სამომავლო ინტერვენციები, ხედვები და საჭიროებები.

ღონისძიებას დაესწრებიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში - თამარ ზურაბიშვილი,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის ანალიტიკოსი - ირინა ჯაფარიძე,  შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი -ანა ფაჩუაშვილი, ქვემო ქართლის  მანდატურის სამსახურის კოორდინატორი -ქრისტინე ჭელიძე, უნარების სააგენტოს კვლევისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების გუნდი - ჯგუფის ლიდერი გელა ლომიაშვილი. ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ტრენინგის მონაწილეები.

სატრენინგო მოდულის შესახებ: ტრენინგების ციკლი „იყავი მის ადგილას“ ვაშინგტონის შტატის კოალიციის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ კონცეფციაზე დაყრნობით შექიმნა და ეფუძნება იმ ადამიანების გამოცდილებას, რომლებიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლები იყვნენ. სიმულაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია დისკუსია, რომელსაც ფასილიტატორი წარმართავს.

სასწავლო მოდული ითარგმნა და გამოიცა ქართული კონტექსტის შესაბამისად და ხორციელდება გურიისა და ქვემო ქართლის რეგიონებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner