ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
ვიდეო გალერეა
ერთი ფანჯრის პრინციპის შეხვედრები - წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
2024-04-03 15:29:21

პროექტის  „ქალები და ახალგაზრდები, ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ მიზანია კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და ახალგაზრდების გაძლიერება და მათი ლიდერებად ჩამოყალიბება, რომლებსაც შეეძლებათ არსებული ან პოტენციური პრობლემების იდენტიფიცირება, საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება, საკუთარი და თემის ინტერესების დაცვა და ადვოკატირება ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ან/და სხვა რელევანტურ უწყებებთან.

პროექტით გათვალისწინებულმა ღონისძიებებმა ხელი უნდა შეუწყოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული/დევნილი ქალებისა და ახალგაზრდების ჩართულობას, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებას საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართვას და მეტი ანგარიშვალდებულების მოთხოვნას ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე დანერგვისას.

 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner