ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გენდერული მეინსტრიმინგი აღმასრულებელ სტრუქტურებში
2014-07-14 00:00:00

„ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ 2014 წლის 6 მაისს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, გენდერული მეინსტრიმინგის დასანერგად გენდერულ საკითხებში მრჩევლის დანიშვნის შესახებ, თხოვნით მიმართა.

პასუხად, 2014 წლის 16 ივნისს, სამინისტროდან მოვიდა წერილი, რომლის თანახმადაც, გენდერულ საკითხებში მინისტრის მრჩევლად, ანა ქუთათელაძე დაინიშნა. „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“  კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ სამინისტროსთან მსგავსი მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, რაც ადგილობრივ დონეზე, გენდერული და ადგილობრივი ინსტიტუტიური მექანიზმების შემუშავებას შეუწყობს ხელს.

„ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ რეკომენდაციით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მუშაობისას, გენდერულ საკითხებში მრჩეველი დანიშნა დავით ნარმანიამაც. სამინისტროს გარდა, საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივ თვითმმართველობებში, გენდერული თანასწორობის საკთხებში 49 მრჩეველი დაინიშნა.

რეგიონული განვითარების სამინისტროს გარდა, გენდერული მეინსტრიმინგის კუთხით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის სამინისტროსთანაც. გაეროს ქალთა ორგანიზაციის, „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და  თავდაცვის უწყების მხარდაჭერით, თავდაცვის აკადემიაში ჩატარებული ტრენინგის შემდეგ, ამავე სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურაში დაინიშნა 22 მრჩეველი გენდერის საკითხებში, რომლებმაც გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გასატარებლად, მზადყოფნა გამოთქვეს.

 ტრენინგი თავდაცვის აკადემიაში პროექტის „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში ჩატარდა.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner