ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
გენდერული შეფასება და რეკომენდაციები სახელმწიფო სტრუქტურებს
2014-07-14 00:00:00

 „ქალთა საინფორმაციო ცენტრმა“ გენდერული  თანასწორობის  საბჭოსა და  World Vision – თან თანამშრომლობით  გენდერული შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაცია მოაწყო. კვლევა  მოიცავდა  შემდეგ სფეროებს: პოლიტიკური მონაწილეობა და მმართველობა, გენდერი და მედია, როლების გადანაწილება, ჯანდაცვა, განათლება, შრომის ბაზარი, ძალადობა ქალის მიმართ, ტრეფიკინგი და სხვა. დოკუმენტი გენდერულ საკითხებთან საქართველოში არსებულ ვითარებას ასახავს.

ანგარიშის განხილვას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებიდან ესწრებოდნენ. პრეზენტაციის დასრულებისას დისკუსია გაიმართა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები გამოვიდნენ ინიციატივით, „ქალთა საინფორმაციო ცენტრთან“ თანამშრომლობით, ორგანიზება გაუწიონ ტრენინგებს, რომელშიც მონაწილეობას, უშუალოდ, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე მყოფი პოლიტიკოსები მიიღებენ.

მხარეების თქმით, მსგავსი აქტივობები აუცილებელია, რათა თითოეულ დაინტერესებულ სამინისტროს, შეექმნას მყარი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, გენდერი, გენდერული პოლიტიკა და რატომ არის გენდერული ბალანსის დაცვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის აუცილებელი.

 კვლევა,  „ქალთა საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ,  "World Vision" - ის პროექტის „ძლიერი ქალები - ძლიერი ინტეგრაციისთვის“ ფარგლებში მოამზადა. პროექტი ავსტრიული განვითარების  თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner