ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები
ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ისრაელის საელჩოს პირველი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა
2023-03-21 11:02:12

19 მარტს ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და ისრაელის საელჩოს პირველი ერთობლივი ღონისძიება გაიმართა.

მეგობრული შეხვედრის ფარგლებში, ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC)  გუნდი და პროექტის „ქალები და ახალგაზრდები ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის ადგილობრივ დონეზე განხორციელებისთვის“ მონაწილე, თემის ლიდერი ქალები სპექტაკლზე მიიწვია.

ღონისძიების დაწყებამდე, WIC- ის დირექტორმა, ელენე რუსეცკაიამ ისრაელის ელჩს პროექტში ჩართული კონფლიქტით დაზარალებული, იძულებით გადაადგილებული და ე.წ გამყოფ ზოლთან მცხოვრები ქალები გააცნო. მათ ჰადას მეიცადს თავიანთ მუნიციპალიტეტებში არსებული გამოწვევების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ამასთან, საკუთარი გამოცდილება და ისტორები გაუზიარეს და ხელნაკეთი საჩუქრებიც გადასცეს.

„სინანულის დღეები“ ისრაელელი დრამატურგის ჰანა აზულაი ჰასფარის ირონიული დრამაა, რომელიც 4 დამოუკიდებელი, სრულიად განსხვავებული ქალის ისტორიას მოგვითხრობს. სპექტაკლი კლასობრივი, ზნეობრივი და მენტალური სხვაობის მიუხედავად, ოჯახის ერთიანობის  უზენასესობასა და მნიშვნელობას გვახსენებს. ადამიანურ ურთიერთობები, წარსულის დავიწყება, პატიება, პირადი წყენები, თვითპოზიციონირება სოციუმში და ეჭვიანობა - ეს იმ თემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც დრამატურგი სატირული ფორმით ეხება.

სიმბოლურია, რომ ქალებისთვის სენსიტიური თემების გამომხატველი სპექტაკლის ჩვენება, ქალთა ისტორიის  თვეში, მარტში მოხდა. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა დამსწრეებისთვის. „ეს იყო ჩვენი ცხოვრებისეული სიმართლე“, „საკუთარი თავი ამოვიცანი“, „არაჩვეულებრივად არის გააზრებული სოციალური კუთხით“ - ასე აფასებენ ქალთა საინფორმაციო ცენტრის პარტნიორი ქალები წარმოდგენას.
სპექტაკლი მხარდაჭერილია ისრაელის საელჩოს მიერ.
 

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner