ქალებს შეუძლიათ,
ქალები მოქმედებენ,
ქალები ცვლიან!
სიახლეები

24 ოქტომბერს , ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია OXFAM- ის ოფისში, გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

20 ოქტომბერს, ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო შეხვედრა "ერთი ფანჯრის პრინციპით". შეხვედრის მიზანი იყო სოფელ წინწყაროში მცხოვრები მოსახლეობის, ასევე თეთრიწყაროში დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები დევნილი ოჯახების წარმომადგენელთა მწვავე პრობლემების გადაწყვეტა. შეხვედრას ფასილიტაცია გაუწია ალექსანდრე რუსეცკიმ.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია თელავში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“-ს მიერ განხორციელებული პროექტის - „თემთა მობილიზება საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებების გზით ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის“ ფარგლებში გამართულ ტრენინგს დაესწრო.

13 ოქტომბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.

2 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ოფისში ინსტიტუციური მექანიზმის გაძლიერების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. ჯგუფის წევრებმა დისკუსია გამართეს „გენდერული თანასწორობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე. სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მიზანი გენდერული თანასწორობის მრჩევლის უფლებამოსილებების შემუშავება და მთავრობის უფლებამოსილებების განსაზღვრა იყო გენდერული თანასწორობის საკითხებში.

25 სექტემბერს ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები ესტუმრნენ თეთრიწყაროში მცხოვრებ დევნილებს, მათი მდგომარეობის შესასწავლად. დევნილები ყოფილ საავადმყოფოს რეაბილიტირებულ შენობაში 2013 წლის მაისიდან ცხოვობენ.

სამუშაო ჯგუფმა – ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა საქართველოში, 23 სექტემბერს, გაფართოებული დახურული შეხვედრა გამართა იმის განსახილველად, თუ რა კონკრეტული მექანიზმებია ეფექტური იმისათვის, რომ ქალთა რაოდენობა გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე გაიზარდოს.

დღეს ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში პროექტის „ქალები, როგორც აქტორები ცვლილებებისა და გაძლიერებისათვის“ ფარგლებში პარტნიორების შეხვედრა გაიმართა.

  54 55 56 57 58  

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის (WIC), ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ერთობლივი ინიციატივით, ხაშურში სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაფართოებული შეხვედრა - „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და გენდერული სტერეოტიპების შესახებ კვლევების პრეზენტაცია /კარგი პრაქტიკების გაზიარება“- გაიმართა

Right Banner